

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 264 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი