

ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკებზე, თემთან კომუნიკაციის მიდგომებსა და სამართალდარღვევების აღმოჩენის მექანიზმებზე, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და რეინჯერებმა ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში, საქართველოს რეინჯერთა ასოციაციის ხელშეწყობით გაიმართა.
„ბრიტანული ორგანიზაციების - National Trust-ისა და Countryside Management Association-ის წარმომადგენლებთან ერთად, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და რეინჯერებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში.
ქართველმა და ინგლისელმა სპეციალისტებმა ერთობლივად იმსჯელეს იმ გზებზე, როგორ შეიძლება ბრიტანული გამოცდილების გამოყენება ადგილობრივ კონტექსტში და თანამშრომლობის გაგრძელება დაცული ლანდშაფტის განვითარებისა და თემზე დაფუძნებული ბუნების დაცვის მიმართულებით“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს