

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა დღეიდან, 16 ივნისიდან რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი თბილისიდან 10:50 და 00:30 საათებზე გავა და მგზავრები ბათუმში, შესაბამისად, 16:40 და 06:05 საათებზე ჩავლენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისები 18:30 და 00:45 საათებზე შესრულდება მატარებელი დედაქალაქში კი 23:47 და 06:02 საათებზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს