

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე ათ უფროსკლასელს პლანშეტები გადაეცა.
ტექნიკური მოწყობილობები მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
„ინიციატივა, რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდა, მიზნად ისახავს მოსწავლეების მოტივაციის ზრდას და თანამედროვე რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს