

გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, მიმდინარე წელს, უკვე მოწესრიგდა 19 და დაგეგმილია კიდევ 10 ეზოს რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა საფეხმავლოები. იმ ეზოებში კი, სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, ხორციელდება სისტემის განახლებაც.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას გასული წლების მსგავსად ახორციელებს და აღნიშნულ სამუშაოებს წელსაც 100%-ით აფინანსებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებს, ქალაქის მასშტაბით, შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - აცხადებენ მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს