

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ჭაბურღილის, საქლორატოროს, სადაწნეო კოშკის, გამანაწილებელი ქსელის მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული წყალმომარაგების სისტემით სოფელში მცხოვრები 120-მდე ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, შინდისის გარდა, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია კიდევ 8 სოფელში - ერგნეთში, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს