

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოცი ვეტერანი ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბენფიციარები საზღვაო კურორტზე ათი დღე დარჩებიან. გამგზავრებამდე ვეტერანებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.
პროექტი, რომელსაც „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნების ხელშეწყობის ცენტრი“ ახოციელებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად დააფინანსა. მერიის მხრიდან თანადაფინანსების ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს