

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. რაც შეეხება მაგისტრანტობის კანდიდატებს, საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
გასული წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 80 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს