

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ წუთებში, გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებისთვის - ინგლისურის, მასწავლებლობის მსურველებისთვის კი საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა მიმდინარეობს.
გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 506 აპლიკანტიდან, ტესტზე 487 გამოცხადდა.
„დილის სესიაზე, რეგისტრაციის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები, თუმცა, დღევანდელ გამოცდაზე 19 აპლიკანტი არ გამოცხადდა.
რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ამჯერად, ტესტირებაზე ინგლისურის ჩაბარების მსურველებთან ერთად, ფრანგულის ჩაბარების მსურველ აპლიკანტებს ველოდებით“, - აღნიშნა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნეთან“ საუბრისას.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს