

პროგრამირების სასწავლო კურსი Code-IT დასრულდა.
პროექტი გორის განვითარების სააგენტოს კოორდინაციით მიმდინარეობდა. კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ვებპროგრამირების თანამედროვე ტექნოლოგიები: HTML/CSS, JavaScript და Next.js – React-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Framework შეისწავლეს. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, „საქართველოს ბანკთან“ და „ლინეიტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს