

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და დაიგო ასფალტის პირველი ფენა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გარდა ამისა, დაგეგმილია საგზაო ნიშნების და მონიშვნების განთავსება-დამონტაჟება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს