

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 20 ივლისს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითი კლასების კომბინირებულ და ცალკეული საგნების ტესტებზე მუშაობენ.
გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, ამ წუთებში, რეგისტრირებული 359 აპლიკანტიდან 305 აბარებს გამოცდას. რაც შეეხება მეორე სესიას, გეოგრაფიის გამოცდას 38 აბიტურიენტი ჩააბარებს. დარეგისტრირებულია, ასევე, 4 აპლიკანტი, რომლებსაც სურვილი აქვთ დაწყებითი კლასების კომბინირებული ტესტი რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. დღევანდელი გამოცდის პირველ სესიაზე 54 აპლიკანტი არ გამოცხადდა. პედაგოგების გამოცდა 4 საათი გაგრძელდება“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს