

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 16 ივლისს, სპეცმასწავლებლებელთა ტესტირება მიმდინარეობს. სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებენ აბიტურიენტებიც.
გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, ამ წუთებში, რეგისტრირებული 212 სპეცმასწავლებლიდან 191 აბარებს გამოცდას. რაც შეეხება აბიტურიენტების დასწრების სტატისტიკას, 187 აპლიკანტიდან გამოცდაზე 187 გამოცხადდა.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. უნდა არინიშნოს, დღევანდელ გამოცდაზე 21 პედაგოგი და 12 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. დღეს, მხოლოდ ერთი - დილის სესია იყო ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი ხვალ განახლდება“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს