

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში პროექტის „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
„საზაფხულო სკოლაში“ ბავშვებმა არაფორმალური განათლების ორკვირიანი კურსი გაიარეს და სასწავლო კურსი შემეცნებით, გასართობ აქტივობებს, წიგნების და კომპიუტერის მეშვეობით საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას მოიცავდა.
„პროექტს „საზაფხულო სკოლა“ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ყოველ წლიურად ახორციელებს, რომლის მიზანია ბავშვებისთვის ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნეს ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს