

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების მოძიება ონლაინაა შესაძლებელი.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My. gov. ge) სხვა სერვისებთან ერთად, მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ბინადრობის ნებართვა; საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, შენარჩუნება ან დადგენა; საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან მოქალაქეობიდან გასვლის ვალდებულების გადავადება; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება და ემიგრაციის ნებართვა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი