

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გზის სამ მონაკვეთზე, რომელთა ჯამური სიგრძე 1 776 მეტრია, ახალ საფართან ერთად, ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. გარდა ამისა, განთავსდება საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
სამუშაოების ღირებულება 825 000 ლარია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს