

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმართველობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, 160-ზე მეტი ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად მოეწყობა ჭაბურღილი, სადაწნეო კოშკები (2 ერთეული), საქლორატორო, დამონტაჟდება მრიცხველები და სანიტარული ღობე.
შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 499 986 ლარია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი