

ბოლო დღეების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე ნახვადი ადგილი ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც მზესუმზირის პლანტაციებია გაშენებული.
სასოფლო-სამეურნეო ფართობი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის.
„მზესუმზირების პლანტაციების სანახავად უამრავი ადამიანი ჩამოდის. ბევრი წინასწარაც გვიკავშირდება ფოტოსესიისთვის. მართალია, ვიცით, რომ დააზიანებენ ნათესებს, მაგრამ არავის შევუზღუდავთ აქ მოსვლას. ჩამოვიდნენ, გადაიღონ ფოტოები და ისიამოვნონ. მზესუმზირის მოსავალს კი სექტემბერში ავიღებთ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა თემურ ფსუტურმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს