

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში პროექტის - „საზაფხულო სკოლა“ მეორე ეტაპი დასრულდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „საზაფხულო სკოლაში“ 10-დან 12 წლამდე ბავშვებმა არაფორმალური განათლების ორკვირიანი კურსი გაიარეს და სასწავლო კურსი შემეცნებით, გასართობ აქტივობებს, წიგნების და კომპიუტერის მეშვეობით საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას მოიცავდა.
„პროექტს - „საზაფხულო სკოლა“ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს, რომლის მიზანი ბავშვებისთვის ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობაა“, - აღნიშნეს ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი