გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიხედვით მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა ღობე, განთავსდება ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ასევე, დამონტაჟდება გარეგანათებაც.
„პროგრამის - „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“ მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი