

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VIII, IX, X, XI, XII მოსწავლეებისთვის გულისხმობს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შეირჩევა მიღებული განცხადებები, ჩატარდება გასაუბრება და კანდიდატს ეცნობება კომისიის გადაწყვეტილება.
მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 20 აგვისტოს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს