

შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა გამოაქვეყნა.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება კი მსურველს უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეუძლია.
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამებიც ფინანსდება, შემდეგია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს