

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ეროვნული ნაკრების არასაშეჯიბრო ეკიპირების დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი ეკიპირება უნდა იყოს თეთრი, წითელი, შავი ფერის და თითოეული მათგანი შეიცავდეს ეროვნულ სიმბოლიკას.
კონკურსის შედეგად სამი პროექტი და სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ფულადი პრიზებით (I ადგილი - 5000 ლარი; II ადგილი - 3000 ლარი; III ადგილი - 2000 ლარი) დაჯილდოვდებიან.
მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები ელექტრონულ მისამართზე: Dizainiskonkursi2025 @ gmail. com უნდა გაგზავნონ. საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა პირველი სექტემბერია.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს