ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია ბიოლოგიის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს და გაკვეთილების ჩატარებას VIII – IX მოსწავლეებისთვის გულისხმობს.
რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 665-795 ლარით განისაზღვრება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შეირჩევა მიღებული განცხადებები, ჩატარდება გასაუბრება და კანდიდატს ეცნობება კომისიის გადაწყვეტილება.
მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 24 აგვისტოს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი