

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში გამოქვეყნდა: ქართული ენა და ლიტერატურა(VII-XII კლასი), მათემატიკა (VII-XII კლასი), ფიზიკა (VII-XII კლასი), ქიმია (VII-XII კლასი), ბიოლოგია (VII-XII კლასი), ისტორია (VII-XII კლასი) და გეოგრაფია (VII-XII კლასი).
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online. naec. ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს