

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ერთ-ერთი პროექტი რომელიც ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, გორში მდებარე თელავის ქუჩის რეაბილიტაციაა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 363 მეტრია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება 205 000 ლარია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს