ზაფხულის პერიოდში, გორის ქუჩები სპეციალური მანქანების საშუალებით, წყლის ჭავლით ირეცხება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აღნიშნავენ, სააგენტოს თანამშრომლები ქალაქის ქუჩების მორწყვა-მორეცხვის სამუშაოებს დილის საათებში ახორციელებენ.
„სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოების პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები სტიქიურად დაყრილი ნარჩენებისგან ასუფთავებენ სხვადასხვა ლოკაციებს. უხვი ნალექის დროს, გარკვეული სირთულეების თავიდან ასარიდებლად, იწმინდება სანიაღვრე არხები, მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს, ასევე, სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოებიც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი