საზოგადოება
20.08.2025 15:28
ზერტის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 800-960 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები