გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა რეკრეაციულ სივრცეებში შადრევნების აუზების გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ზაფხულის განმავლობაში შადრევნების აუზები პერიოდულად ირეცხება. ამჯერად კი, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის მთავარი და კასკადური შადრევნები, ასევე, შიოს წყაროსთან არსებული აუზები დაასუფთავეს.
„სეზონური სამუშაოების ფარგლებში, შადრევნების აუზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, აღნიშნულ სკვერებში განახლდა დაზიანებული სკამებიც. სამწუხაროდ, დასასვენებელ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები ხშირად ფიქსირდება. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ საერთო ქონებას და ვიზრუნოთ გარემოზე“, - აღნიშნეს კეთილმოწყობის სააგენტოში.7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი