

ადგილობრივი თვითმმართველობა გორში მრავალსართულიანი კორპუსის ეზოების რეაბილიტაციას აგრძელებს.
კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გორის მერია უკვე მესამე წელია 100 %-ით აფინანსებს და როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა მიმდინარეობს, იმ ეზოებში კი, სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, იცვლება წყალარინების სისტემებიც.
მიმდინარე წელს უკვე მოწესრიგდა 40-მდე საცხოვრებელი კორპუსის ეზო. ამ ეტაპზე კი 9 მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გორში მრავალბინიანი ეზოების რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დაიწყო და ამ დრომდე ათეულობით კორპუსის პრობლემა უკვე მოგვარებულია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს