

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე შიდა ქართლის რეგიონში პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია
შეხვედრისას გეკა გელაძემ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსაც ეწვია, სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
შიდა ქართლის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს