თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით ერთ ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია და 29 სექტემბერს განახლდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.
„ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.
მოსახლეობას ვთხოვთ, იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი