გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სოფელ სკრაში მცხოვრებ ლია ჩხიკვაძის ოჯახს ახალი საცხოვრისი გადასცა.
ინფორმაციისთვის, ჩხიკვაძის ოჯახი უკიდურესად რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდა, ამასთან, ლია ჩხიკვაძეს და მის ერთ-ერთ შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.
2025 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია კოტეჯს კიდევ 4 ოჯახს გადასცემს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე, გორის მუნიციპალიტეტში, ახალი საცხოვრისით უზრუნველყოფილია 30-მდე ოჯახი.
პროექტი ითვალისწინებს უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკუთარ მიწის ნაკვეთზე ახალი კოტეჯის მშენებლობას.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი