

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად, მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება ტესტის რომელ ნაწილში გადალახა მონაწილემ ზღვარი.
რაც შეეხება ქულათა გათანაბრების და იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა, მსურველს შეუძლია ნახოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
„აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს