

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.
უწყების თანამშრომლები ყოველდღიურად ქუჩებს ნარჩენებისგან ასუფთავებენ. ეწყობა დასუფთავების აქციებიც. წესრიგდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დასასვენებელი სივრცეები, ნაგავშემკრები კონტეინერების მიმდებარე ტერიტორიები და სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელები.
სააგენტო მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს