სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცვლილებები იგეგმება, როგორც სამსახურის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სუს-ში საკუთარი გუნდით მიდის და მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიცვლება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამის შესახებ ხვალ განაცხადებს.
ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურს 2024 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს, მდინარაძის თქმით, ბერაია ,,ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს“.
ინფორმაციისთვის, მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი