გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში ექსპედიცია მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, ექსპედიციის წევრები დაბანაკებულები იყვნენ სოფელ გველეთთან. დაათვალიერეს დარიალის ხეობის სოფლები და მოინახულეს გველეთის ჩანჩქერი. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ ფოლკლორულ ღონისძიებაში და საკუთარი შემოქმედება წარადგინეს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტში საზაფხულო ბანაკის ის აქტიური მონაწილეები ჩაერთნენ, რომლებიც გამოირჩეოდნენ შემოქმედებითი უნარებით და განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ მთაში მოგზაურობით.
ინიციატივა ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით დაიგეგმა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი