

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მავნებლისგან და დაავადებისგან დაცვის მიზნით, ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ხე-მცენარეების მოვლა და ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა კეთილმოწყობის სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. ქალაქის მასშტაბით, სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში ფოთლოვანი და წიწოვანი ხეები სპეციალური პრეპარატით იწამლება. წამლობა ხორციელდება იმ დროს, როდესაც გამწვანებული ზონები და ქუჩები მოქალაქეებისგან დაცლილია“, - აღნიშნულია სააგენტოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს