

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის პირობებში საზოგადოებაში არსებულ მოლოდინზე - კრიმინალის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით შს მინისტრმა განაცხადა, რომ დანაშაულის შემთხვევების მატება არ დაფიქსირებულა.
,,კრიმინალი მომატებული არ არის, ერთეული შემთხვევები იყო, თუმცა, საერთო ჯამში, ბევრად დაკლებულია სტატისტიკა, სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში, ბუნებრივია, ეს მოქმედებს შედეგებზე.
რაც შეეხება პოლიციის რიგებში ადამიანურ რესურსს, ამ დროისთვის, ჯერ-ჯერობით საკმარისია, თუმცა, რეზერვები გვაქვს ჩვენც და თავდაცვასაც”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა გორში ყოფნისას.
შა მინისტრი, შიდა ქართლის გუბერნატორთან და პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო და ასევე, გორის შესასვლელებში განთავსებული საგუშაგოები მოინახულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს