საზოგადოება
04.09.2025 15:59
შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს

შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა და განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www. hr. gov. ge ) მეშვეობით შეუძლიათ.

რაც შეეხება შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალს, მსურველს ნახვა შეუძლია შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატი - hr. gov. ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94219;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - hr. gov. ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94427;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური - hr. gov. ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94545.

შეგახსენებთ, სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად კი განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი მონაცემების კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს მიენიჭებათ.

იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე პოზიციაზე იქნება შესაძლებელი.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

კვირის ამბები