საზოგადოება
05.09.2025 11:51
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

კერძოდ, ძალაში შევიდა სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება თითქმის ყველა ბიზნესს, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა-დანადგარებს, აპარატურას, ხელსაწყოებს ან მოწყობილობებს იყენებს.

რეგლამენტი დამსაქმებელს ავალდებულებს მიიღოს სათანადო ზომა, რათა დასაქმებული უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობებით უზრუნველყოს. ამ სამუშაო მოწყობილობებს კი უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაცია განსაზღვრული მითითებების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს.

ამასთან, აღნიშნული რეგლამენტით დამსაქმებელი ვალდებულია, გარკვეული პერიოდულობით ახდენდეს სამუშაო მოწყობილობების შემოწმებას, რაც დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, ჩანაწერები კი პასუხისმგებელ პირთან უნდა ინახებოდეს.

სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგლამენტის დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების ნაწილი მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, სპეციფიკური მოწყობილობებისთვის კი 2026 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

კვირის ამბები