

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს.
„რაც შეეხება დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც სააღმზრდელო პროცესის განახლება ვერ მოხერხდება, 2025-2026 სასწავლო წელს აღსაზრდელებს ვერ მიიღებს ტირძნისის და შინდისის საბავშვო ბაღები, სადაც სარემონტო-სარეაბილიტაციო პროცესები მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს რომ ამ დაწესებულების აღსაზრდელებს ტრანსპორტი ემსახურება და შეუფერხებლად შეუძლიათ სკოლამდელი განათლება სხვა ბაღებში მიიღონ“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს