საზოგადოება
08.09.2025 12:01
ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო - საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთორმეტე ეტაპი გაიმართება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 8 სექტემბერს დაიწყო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საბუთების მიღება 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„იწყება სამოცდამეთორმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 8-14 სექტემბერს (11 სექტემბრის გარდა) 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იწარმოებს.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

კვირის ამბები