

10%-ით გაიზრდება 2026 წელსაც საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელფასების მატება საჯარო სამსახურში გასული წლების მსგავსად გაგრძელდება.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში, ყოველ წელს, ხელფასები იმატებდა 10%-ით. 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს