საზოგადოება
08.09.2025 14:41
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალურ სერვისს სთავაზობს - ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები

საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალურ სერვისს სთავაზობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, მიმდინარე წელს მერიის თანადაფინანსებით 4 000-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა სახის მომსახურებას იღებს.

გორის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში, 13 პროექტი ხორციელდება.

რაც შეეხება პროექტების ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები, ვეტერანები, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები არიან.

„პროექტების თანადაფინანსების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 480 000 ლარია გამოიყოფილი და პროგრამების ფარგლებში, აღნიშნული კატეგორიის, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობენ, როგორიცაა: შინმოვლა, სარეაბილიტაციო კურსები, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურება, საკვებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე, ხორციელდება სასწავლო კურსები.

გორის მუნიციპალიტეტში ინიციატივები „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა“, - აღნიშნავენ გორის მერიაში.

კვირის ამბები