გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამი ახალი სპორტული სივრცის - ჩოგბურთის კორტების, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების მოწყობა მალე დასრულდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, „ახალბაღში“ პროექტის სრულ დასრულებამდე დარჩენილია მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები - დამხმარე შენობის რეაბილიტაცია და გარეგანათების სისტემის მონტაჟი. პროექტების ღირებულება, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, უკვე მოეწყო ხელოვნური საფარი, ჩოგბურთის კორტებზე - სპეციალური საფარი, დამონტაჟდა, ასევე, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, ტრიბუნებზე განთავსდა სკამები, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი, ღობე და ლითონის შესასვლელი კარი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი