გორის მესამე და მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ელენე ბეთლემიშვილი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტია.
პედაგოგთა კონკურსის საუკეთესო ხუთეული გუშინ, 8 სექტემბერს გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი კი 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან - „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს.
„ვთვლი, რომ ფინალისტთა შორის ყოფნა საჩუქარია სიყვარულით ნაკეთები საქმის. მადლობა ამ გზაზე შემხვედრ, ერთად მავალ და ჩემთვის ავტორიტეტ ადამიანებს, ვინც ამ გზას მინათებდა. ბევრი წარმატებული მასწავლებელია ჩემს გვერდით და ყველა იმსახურებს აღიარებას“, - აღნიშნა ელენე ბეთლემიშვილმა.
ცნობისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.