საზოგადოება
09.09.2025 13:31
სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ეს თვე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საერთო ძალებით გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა და ჩავერთოთ საერთაშორისო კამპანიაში ონკო პაციენტი ბავშვების დასახმარებლად.

კამპანია 1990 წლიდან იღებს სათავეს და ჩართული ორგანიზაციები, მოქალაქეები გამოხატავენ პატივისცემას პაციენტების, მათი ოჯახის წევრების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ სიმბოლურად ყვითელი ფერის ლენტებით დაავადების წინააღმდეგ გაბედული ბრძოლისთვის.

„საქართველოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკას და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას და პროტონოთერაპიას.

საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კვირის ამბები