

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ, ქალაქის მასშტაბით, დაზიანებული ნაგავშემკრები კონტეინერები ახლებით ჩაანაცვლა. გარკვეულ ლოკაციებზე კი, საჭიროების გათვალისწინებით, ურნების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, დაზიანებული ურნები ეტაპობრივად ამოიცვლება მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
„ტანას ხეობის სოფლების (ბობნევი, ბიისი, ზემო და ქვემო ბოშური, ორმოცი და გაგლოანთუბანი) შემდეგ, ახალი ნაგვის ურნები გორშიც დაიდგა. გარკვეულ ადგილებში მოხდა ძველის ახლით ჩანაცვლება, ხოლო სადაც რაოდენობის გაზრდის საჭიროება გამოიკვეთა, ნაგავშემკრები კონტეინერები დაემატება“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს