სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
რაც შეეხება დამსაქმებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება. ასევე გააჩნდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
დამსაქმებლის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მოვალეობებში შედის დაეხმაროს მოსწავლეს, სასწავლო პროცესში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობაში, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე ადაპტაციაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირება-გადაადგილებაში და ა.შ.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 350-380 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 18 სექტემბერია მითითებული.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი